Sunday, January 27, 2013

Jazz -- Miles Davis

მაილს დევისი


როგორც დიუკ ელინგტონს (Duke Ellington) მაილლსაც (Miles) შეეძლო შეეყარა ისეთი მუსიკოსები, როგორიცაა Ahmad Jamal და Thelonious Monk. მონკისგან მან ისწავლა ახალი ჰარმონიული იდეების გამოყენება და ირგებდა მას კარგად როგორც:  Billie Holiday, Louis armstrong და სხვა ბლუზის შემსრულებლები.
   ბაროკოს ელემენტები რაც სჭირდება ბიპოპს, არ იყო საჭირო. მან ისწავლა მონკისგან, რომ თუ შენი პარტნიორი უკრავს 7 ან 8 ნოტს, შენ შეგიძლია 2 ან 3 ნოტი აიღო, ოღონდ ისეთი სიზუსტით, რომ ეფექტი არათუ არანაკლები ჰქონდეს, არამედ უკეთესიც იყოს. როდესაც მაილსი უკრავს ტრუბაზე, შენ ხდები რაღაც ინტიმურის ნაწილი, თვითმხილვევი, თითქოს რაღაცას უთვალთვალებო. მაშინ კი, როცა სხვა მუსიკოსებიც შეუერთდებიან, ეს მოჯადოება იქარწყლება და ქრება.  მაილს დავისი გახდა სინაზის პროფესიონალი, რომელსაც იყენებდა სასიყვარულო კომპოზიციებში. აუდიტორიას ეს იზიდავდა, მაგრამ დევისისთვის ეს ცოტა იყო. ნამდვილი ფული, როგორც ის ამბობდა მაინც main stream–შია.
მაილსის მუსიკა მარტოსული ადამიანებისთვისაა და ყველა ადამიანი მარტოსულია. ეს მუსიკა ამშვიდებს, აწყნარებს, მაგრამ ამასთან დევისი სვინგავს (swing). ეს ორი ურთიერთნაწინააღმდეგო მუსიკა ქმნის კოკტეილს, რომლის წინაშეც უძლური ხარ.
მიუხედავად წარმატებისა, დევისმა ვერ გაუძლო გულის სიღრმეში დამალულ თავდაუჯერებლობას. ის იყო მუქკანიანი თეთრების სამყაროში.
"როდესაც სასტუმროში ნომერს ვჯავშნიდით, მას ეშინოდა თვითონ დაებრონა ნომერი და ყოველთვის მე მაგზავნიდა. ეგონა, რომ რახან შავკანიანია შეიძლებოდა უარი ეთქვათ."– ფრენცის დევისი. (მაილსის ცოლი).
ერთხელ მაილსი კლუბში უკრავდა და გარეთ გამოვიდა რათა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. თეთრკანიანმა პოლიციელმა უთხრა აქედან დაკარგულიყო. მაილსმა უარი უთხრა და აუხსნა რომ იგი აქ მუშაობდა. პოლიციელმა იგი დასისხლიანებამდე სცემა.
დევისს სულ ამცირებდნენ. მძვინვარებისგან ის უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში. ის ჩხუბობდა კლუბის მეპატრონესთან, ამ სტერსმა ის უხეში გახადა და უყვიროდა თაყვანისმცემლებს თუკი მას ვინმე გამოელაპარაკებოდა.
მისი პირადი ცხოვრებაც არ იყო სახარბიელო. "მაილსი საშინელი მესაკუთრეა. მე მისი საკუთრება ვიყავი. წარმოიდგინეთ მე, პრიმადონა, ვმოგზაურობ მთელს მსოფლიოში, ბროდვეიზე, ის კი მოდის სპორტული მანქანით და მეუბნება:  ფრენცის, ცოლი უნდა ქმრის გვერდით იყოს.  ძალიან ეჭვიანი იყო მაილსი".
დევისს უნდოდა მის მუსიკოსებს იმპროვიზებულად დაეკვრად. ამიტომ არცერთმა მუსიკოსმა არ იცოდა წინასწარ რას დაუკრავდნენ. მაილსს სჯეროდა მისი მუსიკოსების. ის შემოდიოდა ფურცლებით ხელში და აძლევდა მუსიკოსებს. აი ეს შენი პარტიაა, ეს–შენი. ამით ის ხვდებოდა ვინ როგორი მუსიკოსი იყო. თუ მუსიკოსი ძლიერი იყო შეძლებდა საუკეთესოდ დაკვრას. ეს ხერხი მაილსმა BIRD–სგან ისწავლა.
მის საუკეთესო მუსიკოსებს შორის იყვნენ: ტენორ–საქსოფონისტი John Coltrane, ბასისტი pole Chamber, ალტისტი Jullian Cannonball, ბარაბნები Jimmy Copp  და დამწყები მომღერალი Bill Evans.
იმ დროისთვის შავკანიანები ვერ ეგუებოდნენ რომ თეთრკანიანელები მათზე უარესად არ უკრავდნენ. საქმე კი სხვა რამეში იყო. თეთრები მუსიკას შავკანიანებს პარავდნენ. სწორედ ამ დროს გახდა პოპულარული  სამხრეთ სანაპიროს ჯაზი. (South Coast Jazz).
თეთრკანიანები უკრავდნენ და ბევრს ფულს შოულობდნენ. ამიტომ მაილსმა მოიწვია ბილ ევანსი. როდესაც საქმე მუსიკას ეხებოდა, მაილსს არ აინტერესებდა კანის ფერი.

მაილს დავისის ალბომი "King of Blue" ითვლება ყველაზე დიდი მაშტაბით გაყიდულ ალბომად ჯაზის ისტორიაში.



Wednesday, January 23, 2013

Paul desmond part 2

რამაც take five-ი შექმნა ეს იყო ხიდი, რომელიც ჩვენ თითქმის არ გამოგვიყენებია. ამბობს პოლი.
როდესაც კვარტეტი დაიშალა 1967 წელს, დესმონდი არაოფიციალურად პენსიაზე გავიდა. იგი ამ დროს 43 წლის იყო და მას მერე 3 წელი არ დაუკრავს. ოფიციალურად ის წერდა იუმორისტულ მემუარებს სახელწოდებით „
How Many of You Are There in the Quartet?“ ანუ რამდენი ხარტ ქვარტეტში, რომელიც იყო კითხვა სტუარდესების მიმართ. წიგნი არასდროს გამოქვეყნებულა. დესმონდი, რომელიც სწავლობდა კრეატიულ მწერლობას უნდოდა ყოფილიყო მწერალი, თუმცა ვერ მიაღწია ამ მიზანს. მხოლოდ ერთ-ერთი მისი მხიახული თავი გამოაქვეყნა გაზეთმა ფანჩმა.
 ერთ-ერთი რამ, რაც ვისწავლე როდესაც არ ვუკრავდი იყო ის, რომ დროის დიდ ნაწილს ვატარებდი ბარში, სახელად <ელაინერ> სადაც, ბევრი ჭარმწონიანი მწერლები დადიოდნენ და უმეტესობის საიდუმლო ოცნება იყო ჯაზ მუსიკოსები გამხდარიყვნენ.- ამბობს პოლი.


გაგრძელება იქნება...

Monday, June 18, 2012

Paul Desmond part 1


Paul Desmond
დაიბადა 1924 წლის 25 ნოემბერს. გარდაიცვალა 1977 წლის 30 მაისს.
ინსტრუმენტი : საქსოფონი, კონტრალტო.

იგი დასაფასებელია მისი უბრალო, მშვიდი კონტრალტო საქსოფონის ტონით და მისი იმპოვიზაციის მოხდენილი ლირიზმით. 17 წლის ასაკში იგი იყო წამყვანი სოლისტი კომერციულად ყველაზე წარმათებულ ჯაზ ანსამბლში დეიბ ბრუბეკის კვარტეტში. ეპოქაში, სადაც თაყვანს სცემდნენ ჩარლი პარკერის შმაგ ბიპოპს, პოლ დესმონდმა შექმნა აქალი მუსიკალური ბგერა. ტონი, რომელსაც იგი დაჟინებით ამსგავსებდა მშრალ მარტინის. ეს იყო ის მუსიკა, რომელმაც იგი გახადა საყვარელი ადამიანი როგორც კრიტიკებს შორის, ასევე ფანებს შორის და ჯაზის ხმათა უმრავლესობამ მიანიჭა უპირატესობა მას. "მე მოგებული მაქვს მრავალი პრიზი, როგორც მსოფლიოს დაბალი კონტრალტოს  შემსრულებელი, ისევე როგორც 1961 წელს სპეციალური პრიზი "მშვისი მუსიკისთვის." იგი იყო მოკრძალებული, თავდაჭერილი კაცი, რომელიც მეგობრებისთვის ცნობილი იყო თავისი გონებამახვილობით და მომხიბვლელობით. მისი გარდაცვალებიდან 20 ელის შემდეგ, მისი მუსიკა კვლავ იყიდება, კვლავ სრულდება და კვლავ ხიბლავს ხალხს.
ჩემთვის მისი ლირიზმი არასდროს ყოფილა ერთნაირი, როგორც თანმიმდევრობა და ლირიზმი ერთად აღებული, რადგან მის მელოდიებში ყოველთვის არის ნაპირი, რომელიც ბრუნდება უკან რაღაც გარკვეულ ადგილას.  მის მისამღერებში, ინტელექტი შერწყმულია ემოციასთან, და ამ ორს შენ ჩვეულებრივ ვერ იპოვი  ერთ ადამიანში. _ დეივ ბრუბეკი.
პოლი დაიბადა სან ფრანცისკოში, 1924 წელს. იგი იყო ერთ-ერთი დამცველი ვესტ ქოსთის "cool" სტილის.  ლესტერ იანგის და პიტ ბრაუნის ზეგვალენით, პოლი კლარნეტზე უკრავდა ჯეკ ფინასა და ალვინო რეის ბენდში. ეს მისთვის იყო სასიამოვნო პარტნიორობა უკვე ოფიციალურად გაწვრთნილ პიანისტ დეივ ბრუბეკთან, რომელმაც დიდება მოუტანა მსოფლიოს სცენაზე.
დესმონდის სოლო მელოდიები აშკარად განსხვავდებოდა დეივ ბრუბეკის მრავალტონალობიან რითმებისგან, მაგრამ საქმის ერთობლივი შესრულებით, მათ ერთმანეთს დიდება მოუტანეს. 40იან წლებში, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და დაუკრეს ერთად, 1951 წელს ჩამოაყალიბეს დეივ ბრუბეკის კვარტეტი და არასოდეს მოუხედავთ უკან.
კრიტიკოსების აზრით, ეს იყო უცნაური ურთიერთობა. ზოგი მიიჩნევდა ბრუბეკის დაკვრას მძიმედ. ერთ-ერთ სტატიაში მისი მუსიკა იყო დახასიათებული როგორც ძველმოდური მელოდისს ნაყვა და  მელოდისს იდეების აშკარა სიმცირე. ამასობაში დესმონდი წარმათების მოპოვებეში იყო მისი "განსხვავებული, მეტად პერსონალური სტილით." ცნობილმა კრიტიკოსმა, ნეთ ჰენთოფმა, მას თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი კრეატიული წარმომადგენელი უწოდა. გასაკვირი არაა რომ გამოჩნდა სტატიები დესმონდის და ბრუბეკის თანამშორმლობასთან დაკავშირებით. 1953 წელს გაზეთის სტატიაში კვლავ გამოთქვეს აზრი დესმონდის უპირატესობაზე, როგორც წამყვან ჯაზმენზე. მიუხედავად ამისა, დესმონდი ყოველთვის ლოიალური იყო პარტნიორის მიმართ და ამბობდა: " ნამდვილად არავინ არის ისეთი, ვისთანაც მე ამდენ ხანს გავჩერდებოდი." დესმონდა ეს ურთიერთგაგება დაახასიათა როგორც “kind of scary," ანუ საშიში. 1959 წელს დესმონდა შექმნა მილიონ ტირაჯიანი ჯაზ სინგლი "Take Five". ეს სინგლი გაქხდა კვარტეტის თემა, რამაც დესმონდს იღბალი მოუტანა სამეფო კარზე.